ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ იზიარებს მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას საზოგადოების გაერთიანების შესახებ.
„პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც დღეს არის რუსული ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარი, ამ ისტორიული უსამართლობის დროსაც კი ორიენტირებულია მხოლოდ მომავალზე, ჩვენი ქვეყნის უკეთეს, ნათელ, ევროპულ მომავალზე და აბსოლუტურად ვიზიარებ მის მოსაზრებას, რომ საზოგადოების ყველა წევრი, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, უნდა გავერთიანდეთ ამ მომავლის გადასარჩენად. ამ თვალსაზრისით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ადამიანების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში, თუ პარტიები ვერ ახერხებ ამ ეტაპზე გაერთიანებას, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ადამიანებთან, ვინც აქტიურად არიან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, საკითხი დგას ქვეყნის გადარჩენის, ამიტომ ვთვლით, რომ მაქსიმალურად საერთო ძალებით უნდა შევიდეთ ამ რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ