„ნაცვლად იმისა, რომ მიგვეღო უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში, დამატებითი ფინანსური დახმარება, გაღრმავებული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ივანიშვილი ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და საბოტირებს ევროატლანტიკურ არჩევანს"– განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეზრა ზეიას განცხადებასთან დაკავშირებით
„ეზრა ზეია, რომელსაც ჩვენ გუშინ შევხვდით არის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე კონკრეტულად დემოკრატიის მიმართულებით და ბუნებრივია მან აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ძირს უთხრის დემოკრატიას, რამაც გამოიწვია ცვლილება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დამატებითი ფინანსური დახმარება, გაღრმავებული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, ნაცვლად ამისა, სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილი ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და საბოტირებს ევროატლანტიკურ არჩევანს, აშშ იძულებულია გამოიყენოს ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ