26 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება არის ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი შანსი, შეუძლებელი უნდა შევძლოთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის პარტია დევნის ქალებს პოლიტიკიდან, გააუქმეს ქალთა კვოტირება, დევნის პარლამენტიდან, დევნის ეკონომიკიდან, დევნის ქვეყნიდან, როცა იძულებით ემიგრაციაში მყოფთა 70% ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სწორედ ქალია, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში. ამიტომ, ჩემი ინიციატივით ასევე შევიტანეთ ცვლილება პარტიის წესდებაში, რომლის მიხედვითაც, პარტიული საარჩევნო სიების მინიმუმ 30% დაკომპლექტებული იქნება ქალებით. მჯერა, ჩვენი დღევანდელი ინიციატივები გააძლიერებს ჩვენს საერთო ძალისხმევას, რათა ერთიანობით გამარჯვება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას 26 ოქტომბრის არჩევნებზე“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.