თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაუყოვნებლივ არ ჩანიშნავს განმწესრიგებელ სხდომას და არ განიხილავს სარჩელებს, ის გავა საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მოქმედების ფარგლებიდან." - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თამარ კორძაია სოციალურ ქსელში წერს:
"ეს პოსტი იმათთვის ვისაც ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ჰგონია კონსტიტუცია და კანონის უზენაესობა!
1. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა არჩევნების არაკონსტიტუციურად აღიარებასთან დაკავშირებით იმიტომ ითვალისწინებს უმოკლეს ვადებს (3 დღე), რომ აჩერებს პარლამენტის შეკრებას და მის ლეგიტიმაციას;
2. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას მოქმედებაში მოყავს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მე-5 პუნქტის "ა" ქვეპუნტი, რომლის თანახმად 5. პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლოშ გასაჩვრებულია 150-ვე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, შესაბამისად, სამანდატო კომისიას არა აქვს მათი სიაში შეყვანის უფლება.
3. კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი გვაქვს 131-ე მუხლის მოქმედების შეჩერება და ცესკოს დღევანდელი გადაწყვეტილების შეჩერებაც უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, რადგან სადაოა ყველა მანდატი.
4. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაუყოვნებლივ არ ჩანიშნავს განმწესრიგებელ სხდომას და არ განიხილავს სარჩელებს, ის გავა საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მოქმედების ფარგლებიდან."