ამ კაცს ახლა 2400 გასაბრიყვებლად გამზადებული ალაიქებს და სანამ დაალაიქებს, სულ გაბრიყვებული იქნება ეს ხალხი. - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერი თმარ ჩერგოლეიშვილი "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერზე წერს.
"სულ ... სანამ აი ასეთებს ნდობას გამოუცხადებენ.
მაგრად მებრალებით ყველა სულელი, ვინც ამის ნაწერს კიდევ სერიოზულად იღებთ.
2020 წლის ბოიკოტის დროს გიგას ჰპირდებოდა არ ვაწერ შარლ მიშელსო და არც აუხსნია, ისე გადააგდო 🤡" - ასე აფასებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, ჯაფარიძე "ფეისბუკში" წერს:
"გეგმა რა არის (ჩემი აზრით), ვიცი რომ ბევრი კითხულობთ:
ახლა, ამ დღეებში გვაქვს ერთადერთი ამოცანა - რუსებისთვის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების ლეგიტიმაციის არ დაშვება
არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარედან
რას ვაკეთებთ ამისთვის:
1. გუშინდელი აქცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ყველამ, შიგნით თუ გარეთ დაინახა (და კიდევ დაინახავს) რომ მოქალაქეები არ აღიარებენ ამ რიცხვებს და აპირებენ ბოლომდე ბრძოლას (სიტყვა ‘ბოლომდე’ არის აქ მნიშვნელოვანი) თავისუფლებისთვის
2. პრეზიდენტმა საჯაროდ, საერთაშორისო მედიის წინაშე განაცხადა, რომ ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია და არ სცნობს ცესკოს შედეგებს
3. ოთხმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელთაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, ერთ ხმაში თქვეს, რომ არ აპირებენ ცესკოს რიცხვებზე დაყრდნობით შეკრებილი პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას, რადგან თვლიან რომ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნები მოპარეს
4. ყველა პოლიტიკური ჯგუფი, ისევე როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, აგროვებენ გაყალბების მტკიცებულებებს, ახარისხებენ, შიფრავენ გაყალბების სქემებს, აწვდიან ამ ყველაფერს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს
ამით ვართ ახლა დაკავებული და ამ ყველაფერმა უკვე მოიტანა შედეგი.
ოღონდ, ჯერ ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი.
ჩათვალეთ, ესაა პირველი ეტაპი
რა იქნება ამის შემდეგ:
იქნება ის, რასაც დავიმსახურებთ ჩვენი ბრძოლით
ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ. ქოცები და რუსები დამარცხდნენ. ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ. ეს მათაც იციან.
ჩვენ მხარეს არის სიმართლე და ჩვენს მხარეს არიან მეგობრები, დემოკრატიული ქვეყნების სახით. მათ მხარეს არის უხეში ფიზიკური ძალა, დეზინფორმაციის მანქანა, პესკოვი, მედვედევი და სიმონიანი
წინ გვაქვს ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადება (მანამდე გასაჩივრების პროცედურებია გასავლელი)
და შემდეგ რუსების მცდელობა შეიკრიბონ და სცნონ ახალი პარლამენტის უფლებამოსილება
ჩათვალეთ ეს 2 მაილსთოუნია
არავის გვინდოდა აქამდე რომ მისულიყო, მაგრამ მივიდა
ვიბრძოლებთ? დედას მოვუ&^ნავთ."