ნაცები რას ამბობენ პრეზიდენტის ინიციატივაზე? მიშა უნდა იყოს პრემიერიო? - ამის შესახებ "ფედერალისტების"ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მოგვიანებით კი ჩერგოლეიშვილმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს:
"ნაცებმა ქარდი გამოაქვეყნეს, სასამართლო პროცესია "მთავარი ქართველი პოლიტპატიმრის წინაააღდეგო".
ყველა პოლიტიკოსი გარეთაა უკვე.
სხვა პოლიტიკოსი არ ზის.
ამას მაინც მთავარი უნდა რომ ერქვას, მაშინაც კი, როცა რიგითი პოლიტპატიმრები არ არსებობენ 🙂
ანუ აი ეს შლეგი მოიწევს ძალაუფლებისკენ.
ვინც ვერ ხვდებით ამ დეტალში რამხელა ტრაგედია და პრობლემაა ერთდროულად, თქვენს ტვინებზე ვისრიალებდი ციგურებით 🙂" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსნებთ, ბოლო რამდენიმე დღეა ოპოზიციის ნაწილი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრებს მართავს. სადაც საქართველოს მომავალი პრემიერმინისტრობის კანდიდატზე მსჯელობენ, თუმცა ჯერჯერობით შეხვედრიდან გამოსულ არცერთ პოლიტიკოსს არ დაუსახელებია, ვინ არის პრეზიდენტის კანდიდატი, რომლის ირგვლივ მსჯელობა მიმდინარეობს.