პრეზიდენტის წინა პროექტის ჩავარდნის შემდეგ, პრემიერზე წინასწარ შეთანხმება ოპტიმალური იყო იმ შიშების გასანეიტრალებლად, რომ "ნაცები ბრუნდებიან" - მაგრამ არც ეს გამოდის ხაზარაძის განცხადებიდან როგორც ვიგებ. - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ნეტა ხაზარაძე თუ დაფიქრებულა იმაზე, რომ თუ ბიძინა დამარცხდა, მიშა კოლექტიური "გოჩა ენუქიძეებით" დააკომპლექტებს მთავრობას და ხაზარაძე გვერდზე დარჩება? " - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, დღეს "ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში, კოალიციის ლიდერებსა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა - ნებისმიერი კანდიდატურა თუ კანდიდატურები უნდა იქნეს განხილული არჩევნების შემდეგ - ეს პოზიცია პრეზიდენტს გავუზიარეთ და ამ პოზიციას არ შევცვლით