„ნაციონალური მოძრაობას“ არ უნდა დაუჯდეს არცერთი რესპექტაბელური ძალა და ჩარეცხოს ბოლომდე. ვიღაცები გაჩუმდნენ, ამ ბაბლის ბანდერლოგების თავდასხმების შეეშინდათ და მაინც დაფიქრდნენ, იქნებ, რაღაცა ხდება და რატომ აღმოვჩნდე სხვაგან. ვიღაცები ყვირიან, სუს-მა მოგვატყუაო. ჩვენ ვერ მოგვატყუა. ორი თვეა, ვყვირი, რომ ფარსი მზადდება და დაიღუპებით, ხალხო. არ მოგვაქციეს ყურადღება. – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
"გამარჯვება თუ გვინდა, ავტოკრატიული ძალები პროცესისგან უნდა ჩავხსნათ. პროტესტის დაკვეთა არის დემოკრატიული მმართველობა. თავისუფალ არჩევნებს როდესაც მივაღწევთ, როდესაც რეჟიმი ჩამოიშლება, თავისუფალ არჩევნებს ზურაბიშვილი ჩაიბარებს“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.