"რასაკვირველია, დავაკავებდი, ოღონდ თუ დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს და არ არსებობს დამხობის სცენარი, სხვა მუხლით, გაცილებით მსუბუქი მუხლით. უნდა ჩავხედო [კანონს], უპასუხისმგებლო ხომ არ ვარ, რომ ვიდგე და ვარახუნო რაღაცები ამ ყველაფერზე, მაგრამ, სხვა მუხლი - არ ვიცი, შენობის, ჭიშკრის, სახელმწიფო ქონების დაზიანება მაგალითად ან რაღაც ასეთი და არა დამხობა, იმიტომ, რომ არ არსებობს ხალხო დამხობა, არ არსებობს. სრული აფერა იყო. - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" განაცხადა. 

"დროშაში “გაბუდნული” იდიოტები, სრული იდიოტები, დადიოდნენ და ხალხს “აბოლებდნენ”. თან მთავარი პრობლემა რა იყო? - მე “მკიდია” მაგათი წნეხი, მაგრამ, რას აკეთებდნენ იცი? კითხვის დასმას კრძალავდნენ, ანუ “ქოცად” გნათლავდნენ და მერე, ფეისბუქ ტროლ-ბოტობა რომ ჰყავთ, ერთი კაცი რომ შვიდ პროფილთან ზის და ხალხს აბულინგებს, სიმრავლის განცდა რომ იყოს - სად იყო იქ ხალხი, პაატა მანჯგალაძეს, ირაკლი ნადირაძეს რომ აკავებდნენ?! ელენე ხოშტარია რომ გაემიჯნა, რომელიც პირველი იყო, ვინც ამბავი ატეხა, პრინციპში, პირველი ბოკუჩავა იყო, მერე იყო ელენე - უბრალოდ, ნახეთ ელენეს 30 ივლისის პოსტი, ბანდერლოგები შეესივნენ ჩვეულებრივად, არ ვიცი, რამდენი კომენტარია და სრულიად დელიკატურად დაწერილ პოსტზე რა ქნეს. და ეს აფერისტები გეტყვიან, შენ მლანძღავ, უხეშად მელაპარაკები და ვერ ვიგებ. ელენე ხომ გფხანდათ ფაშვს,”- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.