მიუნხენის „ალიანც არენაზე“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის მე-3 წუთზე უსმან დემბელემ „პარი სენ-ჟერმენი“ დააწინაურა. საგოლე გადაცემის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია იყო.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია გახდა პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც პლეი-ოფის ზედიზედ 7 მატჩში შეასრულა საგოლე მოქმედება.

„ბაიერნი“ - „პარი სენ-ჟერმენი“ 0:1 პირველი ტაიმის შემდეგ; პირველი მატჩი 4:5
გოლი: 3' უსმან დემბელე (ხვიჩა კვარაცხელია)