სააკაშვილის გაცხადებული მაქსიმაა, რომ ვინც მას დაუპირისპირდება უნდა განულდეს.
ამ მაქსიმას ის საჯაროდ ყვირის.
და არათუ ყვირის, ამ მაქსიმის შესრულების სამსახურში ყავს ჩაყენებული მთელი ოპო ტელემედია და ოლიგარქიული რესურსი. - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"თავიდან მოისმინეთ: ვინც სააკაშვილს დაუპირისპირდება, უნდა განულდეს ტელემედია შანტაჟით და პარტიის ძირგამომთხრელი საქმიანობით - წერეთლების და ბობოხიძეების მეშვეობით.
ანუ არა მხოლოდ აცხადებენ რომ სააკაშვილს ვინც დაუპირისპირდება უნდა განულდეს.
არამედ შესაბამისად მოქმედებენ - პოლიტიკოსებს ყიდულობენ, ჟურნალისტებს აჩლუნგებენ, ტელემედია დღის წესრიგს შინაარსისგან ცლიან.
და აი იგივე ხალხი ცდილობს ქართველი ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ ცვლილების შედეგად კოალიცია მოვა და არა სააკაშვილი 🙂
ანუ თან განულებულია ვინც სააკაშვილს უპირისპირდება და თან კოალიცია მოდისო - ძაან თესლები არიან.
თითქოს ქართულ ოცნებასაც კოალიცია არ ერქვა როცა ხელისუფლებაში მოვიდა.
დებილია ხალხიო ... გავაცურებთ, ტელევიზიები ჩვენიაო, ეს დინოზავრები ფიქრობენ.
სააკაშვილ/კეზერაშვილის კრიტიკოსების ბლოკადას იმით ხსნიან, რომ პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირება ხალხს არ მოსწონსო - ანუ სახელმწიფო სისტემაზე რომ ვიკამათოთ და ბელადომანია ვამხილოთ, ხალხს არ მოეწონებაო.
ხალხს მოსწონს შანტაჟით და უწესობით რომ იბლოკებიან პოლიტიკოსები და ოლიგარქიული ფულით იშლება პარტიებიო 🙂
მოკლედ, მეინსტრიმ ოპოზიციის აზრით ქართველი ხალხი ისეთი ჩამორჩენილია, ევროპაში კი არა, ოდეკაბეში არ შეიშვება." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.