ნამდვილად ყარს! (ეს ჩლუნგი ვინაა არც ვიცი, ჩეთში ჩააგდეს, როგორც მაგათი ბაბლი). ოღონდ ქართველი ხალხი არაფერ შუაშია 🙂 ენჯიო ბაბლი ყარს. " - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"პრინციპებისგან და ღირებულებებისგან სრულიად დაცლილი ენჯიო ბაბლი, რომელიც რუსულ რეჟიმთან მებრძოლი, რეჟიმის მიერ მიზანში ამოღებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დისკრედიტაციის და ღირსების შელახვის მიზნით, ყველაზე რუსულ და საზიზღარ ფორმას - დეზინფორმაციის გავრცელებას მიმართავს და ამართლებს.
ეს მაშინ, როდესაც მილიონობით ევროპელი და ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული აქვთ ნაჭამი დეზინფორაციასთან მოჩვენებით ბრძოლაში.
თან ერთმანეთის მტრები არიან.
იმას კი არ ურჩევენ, პასუხისმგებლობა აიღე, მოწმინდე რაც მოჯვი და თვითვიქტიმიზაცია შეწყვიტე შე ქაჯოო.
აქეზებენ რომ ბოლომდე ეტიროს ყოფა 😂
აი ამიტომ მეზიზღებით თქვე რუსებო 💅" - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, "საფარი"-ს ხელმძღავენელმა ბაია პატარაიამ თამარ ჩერგოლეიშვილის სარჩელთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშრებით "ფეისბუკში" დაწერა: "არც ჩერგოლეიშვილზე და არც ვინმე სხვაზე არასდროს მითქვამს ტყუილი. და მე ამის დამტკიცებას მურუსიძის სასამართლოშიც კი შევძლებ"
ცნობისთვის, 2025 წლის 4 თერბერვალს თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" წარმომადგენლის ბაია პატარაიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. - ბაია პატარაიამ მიიღო ჩემი ადვოკატის წერილი - ერთ კვირას ვაძლევთ, რომ ყველა ცილისწამება უკან წაიღოს და დიდი ბოდიში მომიხადოს