დღეს 12 საათზე გაიმართება ცირკი - ჩერგოლეიშვილი პატარაიას წინააღმდეგ. შიდა მექანიზმების ამოწურვის გარეშე, მოგეხსებებათ სამართლიან სასამართლომდე ვერ მივალ. - ამის შესახებ "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"ორ-სამ საათში ლაივს გავაკეთებ და დაწვრილებით ავხსნი, რატომ უნდა ჩაირეცხოს ყველა, ვისთვისაც ოპონენტის დისკრედიტაციის რუსული, დეზინფორმაციული ხერხები  მისაღებია. 
(მორიგებას ითხოვდა შანტაჟით, და მაგაზეც მაგრად გაცინებთ). - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".

შეგახსენებთ, 2025 წლის 4 თერბერვალს თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" წარმომადგენლის ბაია პატარაიასგან ბოდიშის  მოხდას ითხოვს.  - ბაია პატარაიამ მიიღო ჩემი ადვოკატის წერილი - ერთ კვირას ვაძლევთ, რომ ყველა ცილისწამება უკან წაიღოს და დიდი ბოდიში მომიხადოს