26 მაისის აქციას რომ ვამზადებდით, აპარატურის ქირაობა დავიწყე. 
ვინც მუდამ გვემსახურება, იმან უარი მითხრა - შენ უპრობლემოდ გიკეთებ, მაგრამ საერთო ოპოზიციურ აქციას არ გავაკეთებ, ვალები აქვთო.  მოვიკითხე ვალები და რაღაც ნაწილი ლელოსი ყოფილა - ღონისძიება გამაკეთებინესო და არ გადამიხადესო. აქციას ხომ არ ჩავშლიდი - მივედი პლატფორმაზე და მეთქი, გადაიხადეთ ... - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"მთავარი მამუკაი" 

მერაბ მამარდაშვილს ყავს დიდებულად აღწერილი ბავშვობაში გაჭედილი ზრდასრულები. 
ვითომ ვითომ მთავარი ხარ! 
26 მაისის აქციას რომ ვამზადებდით, აპარატურის ქირაობა დავიწყე. 
ვინც მუდამ გვემსახურება, იმან უარი მითხრა - შენ უპრობლემოდ გიკეთებ, მაგრამ საერთო ოპოზიციურ აქციას არ გავაკეთებ, ვალები აქვთო. 
მოვიკითხე ვალები და რაღაც ნაწილი ლელოსი ყოფილა - ღონისძიება გამაკეთებინესო და არ გადამიხადესო. 
აქციას ხომ არ ჩავშლიდი - მივედი პლატფორმაზე და მეთქი, გადაიხადეთ ... 
ლელომ, ეგ ჩვენი ვალი არააო.
აბა ვისია მეთქი და ...
ჯორბენასიო. 
თვალები გამიდიდდა! 
ეს ჯორბენა 10 წუთით ადრე ვნახე, ლელოს მოყვა პრეზიდენტთან.
მეთქი ეგ ტიპი თქვენი თანამშრომელი არაა? 
კიო, მაგრამ მამუკას ავტორიზაცია არ ჰქონდაო - ისე გააკეთა ივენთიო. 
და მეთქი რავი ... ხელფასიდან დაუქვითეთ თუ ასე გაგაბრაზათ  - ხო თქვენთან  მუშაობს.

გვეშლებოდა ივენთი, იმიტომ რომ ლელო აპარატურის ვალს არ იხდიდა და თავის თანამშრომელს ტენიდა ვალს. 
მერე სხვანაირად მოვაგვარე. 

ანუ ვისაც ხაზარაძე ახლა ფულს გპირდებათ და ფულით გაშანტაჟებთ, გაითვალისწინეთ, რომ ვალდებულებებს აიღებს და მერე  რომელიმე "ჯორბენას" შეტენის.

პ.ს. თუ უახლესი წარსულიდან ოლიგარქიული მაგალითები გაინტერესებთ, ტვ ფორმულა იხილეთ - მოიკითხეთ ფორმულას ვალები.

ცეცხლი ოლიგარქიას 🙂" - წერს თამარ ჩეგოლეიშვილი "ფეისბუკში".