ვიკა ბუკიას, ეკა მიშველაძეს, დეა გოგისეიშვილს, მიშა მშვილდაძეს ქოცები კრიტიკის გამო სჯიან.
ხო სამარცხვინოა? მაგრამ თან... ხომ არ გაგონებთ ეთერის დაბლოკვას "ჩერგოს ლ'ანძღვის" გამო?
დაუძინებელო "მეგობრებო", ამიტომ მიგიჩნევდით და მიგიჩნევთ უღირს დაუბანლებად - თქვენც ქოცები ხართ, ოღონდ ლუზერები. - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"უბრალოდ ჩემი დაჭერა არ შეგეძლოთ თქვე ქაჯებო - მაქსიმუმ თქვენი სუნიანი კანტორების სარკმელი ამოგექოლათ.
თქვენ და თქვენმა ქაჯმა ოპო კოლეგებმა გააუპატიურეთ ჟურნალისტის პროფესიული ეთიკა და დაგვაკარგინეთ ქოცებთან მორალური უპირატესობა.
ამიტომ გთვლით გოიმ ბანძებად და ამიტომ გლანძღავთ და გაგლანძღავთ სანამ გონს არ მოხვალთ და დიდ საჯარო ბოდიშს არ მოიხდით ქართული საზოგადოების წინაშე თქვენი პროფესიული მოვალეობების ფეხქვეშ გათელვის გამო.- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკზე"