ან ქართული საზოგადოება ახლავე მიუჩენს ხაზარაძეს ადგილს და გააგრძელებს იმ ბრძოლას, რამაც წარმარმატება მოუტანა. ანაც რეჟიმი დარჩება იქამდე, სანამ ხაზარაძეც სააკაშვილივით არ გადაირეცხება. ჩათვალეთ რომ ნიუტონის კანონს ვყვები და გასაჩივრებას არ ექვემდებარება." - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში, "ლელოს" ლიდერზე, მამუკა ხაზარაძეზე წერს.
"დაიმახსოვრეთ, რომ ხაზარაძის გზა არის ტყუილების, დარღვეული შეთანხმებების, სირცხვილის და მარცხის გზა.
სანამ თუნდაც ოდნავ ანგარიშგასაწევია ის ძალა, რომელიც ხაზარაძის გზით ექაჩება პროცესს, რუსულ რეჟიმთან დავმარცხდებით.
ეგომანიაკალური პოლიტიკის ეს კარიკატურული ნარჩენიც უნდა გადაირეცხოს და მივალთ აღთქმულ მიწამდე —გავიმარჯვებთ." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".