სალომე ზურაბიშვილის როლი შეიძლება იყოს მხოლოდ მაკონსოლიდირებელი - მისი მანდატიდან გამომდინარე. დღეს, მისი ფასი იმაშია, რომ როცა გვიძახის, ყველა მივდივართ და ერთმანეთთან სალაპარაკოდ ვსხდებით, მათ შორის ისინიც - ვინც საჯაროდ ერთობაში ყოფნას გაურბის.- ამის შესახებ "ფედერალიტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშილი სოციალურ ქსელში წერს.
2. სალომე ზურაბიშვილს მისი პირადი პოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე გამოხატული აქვს 5 ივნისს - არჩევნები არ არსებობს, 4 ოქტომბერს ფარსი იმართება.
3. როგორც პლატფორმის ლიდერი, ის მაკონსოლიდირებელ როლს უფრთხილდება და ტოვებს სივრცეს, რომ ესა თუ ის დელულუ ლიდერითავად მივიდეს სწორ დასკვნამდე, პატივმოყვარეობის შელახვის გარეშე.
4. ზურაბიშვილი ძალიან მკაფიოა, რომ თავის როლს მხოლოდ ერთობაში ხედავს.
5. ერთობა ვერანაირად ვერ შედგება ხაზარაძის გეგმის გარშემო (ლელოს გუშინდელი მარშიც ამის დასტურია).
6. ამიტომ ისიც ნათელია რომსალომე ზურაბიშვილი არანაირად არ აპირებს ლელოს მხარდაჭერას ეგომანიაკალურ სიგიჟეში.
7. დანარჩენი ხაზარაძეზეა - ისარგებლებს თუ არა სალომე ზურაბიშვილის სულგრძელობით და აიღებს თუ არა ხელს თვითდესტრუქციულ სიგიჟეზე.
8. ეს მალე გაირკვევა. ჩვენი პოზიცია უცვლელია, რომ გაურკვევლობა სტრესის ყველაზე დიდი წყაროა. ისიც ნათელია რომ ჩვენთვის ადეკვატურობაა მთავარი დაარა ერთობა - თუმცა ერთობა ადეკვატური მიზნის ირგვლივ დიდებულია და შანსს ვაძლევთ. შანსს დროსაც ვაძლევთ, მაგრამ ლიმიტურებულს - მალე დავიწყებთ რეჟიმის ლეგიტიმაციის ეროზიის კამპანიას ხაზარაძით, თუ მის წინააღმდეგ.- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუკში".