„საზოგადოებისთვის მსურს ერთი რაღაცის თქმა, რომ რაც გუშინ ვიხილეთ არის ხელისუფლების ბოლო ჟამი. ეს არის ქვეყნის ბელარუსიზაციისკენ მიმავალი გზა." - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, "ნაცმოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. 

"დიახ, ასე მხოლოდ ბელარუსში და რუსეთში უსწორდებიან პოლიტიკურ ოპონენტებს და ასე დევნიან განსხვავებულ აზრს. ეს არის ყველაზე მტკივნეული და დრამატული, რომ ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა მის გუნდთან ერთად შეძლო, რომ ქვეყანაში სრულად აღმოეფხვრა ეს ქურდული სამყარო, დღეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ფაქტობრივად, სრულად არის რეაბილიტირებული ეს სამყარო, ეს ადამიანები და ყველაზე მნიშვნელოვანი, დრამატული რაც არის, რომ ჩვენ რას ვუყურეთ გუშინ - ქურდული სამყარო პოლიციასთან ერთად სინქრონში მუშაობს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ და ამას აკეთებს დღეს „ქართული ოცნება“. ძალიან მტკივნეული არის ის, რაც გუშინ ჩვენ ვნახეთ.

ამ ქვეყანაში იზრდებიან ჩვენი შვილები და მინდა მივმართო ყველას, ხვალ ისინი მოვლენ ჩვენთან, თითოეულ ჩვენს ოჯახში, ვისაც გვექნება განსხვავებული პოზიცია. მოვლენ და გაგვისწორდებიან ფიზიკურად. დაგვაკავებენ ჩვენ, ჩვენს შვილებს, ჩვენს ოჯახის წევრებს და აუცილებლად ეს ასე იქნება თუ დროულად არ შევცვალეთ ყველა დონეზე დამპალი რეჟიმი და სისტემა, რადგან სხვა გამოსავალი ფიზიკურად აღარ გვაქვს. ჩვენ მათ შევცვლით გამარჯვების რწმენით, ერთობით და პრინციპულობით. ბოლო დღეებში კარგად გამოჩნდა რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთობას. ჩვენ ერთ მუშტად შეკრულები ვიბრძოლებთ ამ დამპალი რეჟიმის წინააღმდეგ.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში,  ენმ-ის დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. . გავრცელებული ინფორმაციით, მას თავს დაესხნენ "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, კოტე ზარნაძის გარემოცვა. თავდასხმა გლდანში, პირველი მიკრორაიონის ტერიტორიაზე მოხდა.

სწორედ ამ ადგილას  დააკავეს ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა.

გუშინ, კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა რომ მას თავს დაესხნენ.

მისი თქმითგუშინ მანქანით მგზავრობისას მას გვერდით ამოუდგა ორი ავტომობილირომლებში მსხდომმა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„მაქვს მანქანის ნომერიც,  ფერიცისინი გადმოხტნენ თავიანთი მანქანიდან და ჩემს ავტომობილს დააკრეს სტიკერებირომლებზეც სალანძღავი სიტყვები ეწერაეს სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობაა“, -  განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

 „აქეთკენ მიდიხართქვეყანა არეულობამდე გინდათ მიიყვანოთსამოქალაქო დაპირისპირება გინდათ მიიღოთეს არის თქვენი მიმართულებაცეცხლს ეთამაშებითარავინ არაფრის დათმობას არ აპირებს, იცოდეთ“, -  განაცხადა საკრებულოს წევრმა

მოგვიანებით კი თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ირაკლი ეძგვერაძემ განაცხადა, რომ მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა.

ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კოტე ზარნაძეა.

შსს-მ თბილისის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატის და მისი თანმხლები პირების ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ხოლო  ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციულ წესით  დააკავა

ასევე, თბილისის საკრებულოს "ნაცმოძრაობის" დეპუტატზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს