დღეს აღარაა 2012 წელი, ამომრჩეველმა დიდი გამოცდილება მიიღო და არ მოტყუვდება - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
„ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ მთელი ეს წარმოდგენები, რომელიც პრეზიდენტის ევროპაში გაშვება არ გაშვებასთანაა დაკავშირებული, არის ოლიგარქის დადგმული სპექტაკლი და მეტი არაფერი. ეს შულერი სვლებია, რომელიც მთავარი თემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება, ისევე როგორც შემოდგომაზე ვიხილავთ, ახალ პოლიტიკურ პროექტს პროდასავლური ხმების გადასაქაჩად, რომელიც ასევე იქნება ივანიშვილის ინსტრუმენტი საქართველოს საბოლოოდ დასამონებლად. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აღარაა 2012 წელი, ამომრჩეველმა დიდი გამოცდილება მიიღო და არ მოტყუვდება, თანაც ჩვენ საბოლოო გათავისუფლების მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით ტექტონიკური ცვლილებები ხდება. ახლა მთავარია ჩვენი ერთიანობა და სიმტკიცე“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.