ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ,  Forbes-ის სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა. 

"ასეთი გავლენიანი გამოცემისგანაც კი ვისმენთ, რომ ჩვენი ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ჩვენ ამაზე სულ ვსაუბრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პირადად პუტინის ტყვე, პირადად პუტინის დაკვეთას ასრულებს ჩვენი ხელისუფლება და პირადად პუტინის სიამოვნებისთვის კეთდება ის, რაც კეთდება. მას სიამოვნებს, რასაკვირველია, იმის ყურება, როგორ აწამებენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს.
მიხეილ სააკაშვილი ისჯება იმისთვის, რომ ერთ-ერთი პირველი მტერი არის პუტინის,“ - ამბობს სოფო ჯაფარიძე.