თელავის ბაზარში, მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის წამომადგენელი სოფო ჯაფარიძე, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილთან და თელავის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილესთან გიგი გიგიტელაშვილთან ერთად, კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა.
 

სოფო ჯაფარიძეს ჟურნალისტებმა პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის,, წევრის მიერ პარტიის დატოვების შესახებაც ჰკითხეს აზრი. ჯაფარიძემ განმარტა, რომ აზრთა სხვადასხვაობა არის პარტიაში, თუმცა მისი მიზანი სწორედ ,,ნაციონალური მოძრაობის,, გაერთიანებაა.

,,ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, რომ პარტიის წევრების  უმეტესობას მიხეილ სააკაშვილი არ აინტერესებს, ეს ასე არ  არის. უბრალოდ მე  დღევანდელ ფაქტს გამოვეხმაურები და ვიტყვი რომ ძალიან მტკივნეულია თითოეული ადამიანის გასვლა პარტიიდან. მე ვაპირებ მასთან შეხვედრას, პარტიის სხვა წევრების მოსაზრებებიც მოვისმინე რომ სკეპტიკურად უყურებენ პროცესებს და მე სწორედ ეს ფუნქცია მაქვს, რომ პარტია ისევ გაერთიანდეს, იყოს ერთიანი და ძლიერი და მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.,, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.