„19 ოქტომბერს, 11:00 საათზე , რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით მივემართებით ჭორვილაში, სადაც ქართველი ხალხის სახელით ივანიშვილს შევახსენებთ, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა! დღეს, არ არის დაყოფის დრო - ან ერთად ვიბრძვით რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, ან ვხვდებით მისი მოღალატეობრივი რეჟიმის მონაწილეები.“ - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
დღეს, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღების ოფისში, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განცხადება გააკეთება;
„დღეს საქართველოს ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც ყოველ დღე გვაშორებს დემოკრატიისაგან და ღიად აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას.
დროა სამიზნე გავასწოროთ და გავითავისოთ, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა არა ივანიშვილის პოლიტიკური ინსტრუმენტები, არამედ რუსი ოლიგარქი ივანიშვილია, რომელმაც გადაწყვიტა ქართველები ჩაანაცვლოს რუსებით.
დღეს არ არის გარჩევების, ურთიერთბრალდებების და პოლიტიკური კეკლუცობის დრო. მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას - ერთად დავიწყოთ საქართველოს დეოლიგარქიზაცია ანუ დებიძინიზაცია.
ხუთშაბათს, 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე , რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით მივემართებით ჭორვილაში, სადაც ქართველი ხალხის სახელით ივანიშვილს შევახსენებთ, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა !
დღეს, არ არის დაყოფის დრო - ან ერთად ვიბრძვით რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, ან ვხვდებით მისი მოღალატეობრივი რეჟიმის მონაწილეები.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ