მიხეილ სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის აზრი, პოზიცია. თუ როგორ ხედავენ ისინი გამარჯვების ფორმულის შექმნას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა საზოგადოებრივი მისაღების გახსნა, რომელსაც ორ დღეში გავხსნი. ეს იქნება ადგილი სადაც შეიკრიბებიან ადამიანები, ის ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ რუსეთი, რომლებსაც არ უნდათ ქვეყნის ამ მდგომარეობაში ყოფნა. მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის აზრი, პოზიცია, თუ როგორ ხედავენ ისინი ამ გამარჯვების ფორმულის შექმნას“,- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.