ჩემი აზრით, ეს პირდაპირ აჩვენებს, რომ ეს არის გამიზნული პოლიტიკა საქართველოში ძალადობისთვის სულის ჩადგმისა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვაზე, რას ნიშნავს დუმილი ევროკავშირის საელჩოსგან ძალადობის დაგმობის შესახებ მოწოდებაზე.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, 4 ოქტომბერი არის სწორედ ამ დუმილის შედეგია.

„4 ოქტომბერთან დაკავშირებით დუმილზე უარესი იყო, როცა ევროკომისიის პრესსპიკერმა პირდაპირ მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის სცენარს რა არის კატასტროფა - ბრიუსელის ბრიფინგების ოთახში მოვისმინეთ ნეპალის სცენარის მხარდაჭერა. ამაზე უარესი რა უნდა დაემართოს ბრიუსელს, რომ აღიაროს, რომ ცივილიზაციურ უფსკრულში მიაქანებს ევროკავშირს”, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მან ევროკავშირის ელჩის მიმართ არსებულ კითხვებზეც გაამახვილა ყურადღება.

„კითხვა ხომ მარტივია ევროკავშირისა და მისი ელჩის მიმართ - ერთხელ მაინც რატომ არ დაგმო მაგალითად, მარიამ ლაშხზე, მის მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად თავდასხმა? ხომ შეეძლო ეთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრ, ქალბატონ მარიამ ლაშხზე, მის არასრულწლოვან შვილებზე თავდასხმა არის მიუღებელი. რატომ არ ამბობს ამას? ხომ შეეძლო, ერთი მარტივი წინადადება ეთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არის მიუღებელი და დასაგმობი. მოგიწოდებთ, სადაც შეგხვდებათ ევროკავშირის ელჩი, დაუსვათ ეს კითხვა - რატომ არ გმობს ცალსახად და პირდაპირ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს? მაშინ, როდესაც ამ შტურმში და ამ პროცესში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებიც მხარდაჭერილი და მათ შორის, დაფინანსებული არიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან.

პასუხი მარტივია - იმ მომენტში, როგორც კი ევროკავშირის ელჩი იტყვის, რომ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი არის მიუღებელი, იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ევროკავშირის დროშით აკეთებენ, გამოაცლის ბრიუსელის ლეგიტიმაციას. დღეს ისინი სინამდვილეში იმიტომ ბედავენ ევროკავშირის დროშით ხელში იძალადონ, დაწვან პარლამენტი, შტურმი მიიტანონ პრეზიდენტის სასახლეზე, რომ ამის ლეგიტიმაციას აძლევს ბრიუსელი, რომ შეუძლიათ, ევროკავშირის დროშით იძალადონ. გახსოვთ ძალადობის სცენები ევროკავშირის დროშით, ფოტოები, რომლებიც ხანდახან საჩვენებლად აქვს გამოტანილი ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურას, როგორც მისაბაძი მაგალითი, როგორ უნდა იძალადოს ადამიანმა და როგორი უნდა იყოს ძალადობრივი პროტესტი”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.