ოპოზიციამ რამდენჯერმე დაამტკიცა, რომ დამოუკიდებელი ნება არ აქვს, უყურებენ, რას ეტყვიან მათი პატრონები და მფარველები, რა სიგნალიც მიუვათ, ზუსტად ასე მოიქცევიან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ელოდება, რა განცხადებები გაკეთდება დასავლეთში „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა დაკავშირებით და შემდეგ იმავეს გაიმეორებენ.
„ოპოზიციამ რამდენჯერმე დაამტკიცა, რომ დამოუკიდებელი ნება არა აქვთ, არ სცემენ პატივს და არ არიან დამოკიდებული თავის ამომრჩეველზე. უყურებენ, რას ეტყვიან მათი პატრონები და მფარველები, რა სიგნალიც მიუვათ, ზუსტად ასე მოიქცევიან. არ უნდა ვუყუროთ ოპოზიციას, უნდა დავაკვირდეთ, რა განცხადებები იქნება გარედან, აი, როგორიც იქნება ტონალობა და მიმართულება, ზუსტად იმისი ასლი და კოპირება მოხდება ოპოზიციის მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.