ივნისის შემდეგ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, შემუშავდა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რამდენიმე ცვლილების პაკეტი და გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. ეს ყველაფერი ევროკავშირის სტრუქტურებთან დისკუსიებზე დაყრდნობით და მათი რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით, - ამის შესახებ „იმედის კვირაში“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებით განაცხადა.
„რაც შეეხება რეკომენდაციებს, საქართველო შარშან ივნისში იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, ნებისმიერი გადაწყვეტილების დროს მნიშვნელოვანია შედარებითი დამოკიდებულება. საქართველოს ივნისის მდგომარეობით თუ შევადარებდით უკრაინასა და მოლდოვას, ან შევადარებთ თუნდაც ახლა ინსტიტუციურ და სამართლებრივ დაახლოებას ევროკავშირთან უკრაინასთან და მოლდოვასთან შედარებით, შარშანაც და დღესაც საქართველო არის ლიდერი სამეულში. ეს ევროკომისიამაც აღიარა იმ დასკვნის გამოქვეყნებით, რომელიც სამი ქვეყნის ინსტიტუციურ დაახლოებას ეხებოდა. რაც შეეხება საქართველოსთვის გადაცემული რეკომენდაციებიდან რამდენია შესრულებული, ივნისის მდგომარეობით იყო სამ რეკომენდაციაზე, რომელიც სრულად შესრულებულია და ჩახურული. მაგრამ ივნისის შემდეგ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, შემუშავდა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რამდენიმე ცვლილების პაკეტი და გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. ეს ყველაფერი ევროკავშირის სტრუქტურებთან დისკუსიებზე დაყრდნობით და მათი რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით. იმედი გვაქვს, რომ ამ ნაბიჯებს მოჰყვება საპასუხო ნაბიჯები და გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.