პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებმა ერთადერთი შედეგი რაც მოიტანა, რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოწოდებაა.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არ აძლევდა მთავრობა პრეზიდენტს ვიზიტებზე თანხმობას.
„არ ვიცი, პრეზიდენტთან რაზე მიდის საუბარი, თუმცა ფაქტია, რომ პრეზიდენტის ქვეყნის გარეთ გასვლა და შეხვედრებმა ერთადერთი შედეგი რაც მოგვიტანა, ისაა, რომ ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერისგან პირდაპირი მოწოდება მივიღეთ, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები. ანუ, საქართველო დავაყენოთ სამხედრო და ეკონომიკური რისკის წინაშე, ეს არის შედეგი იმ ვიზიტების, რომელზეც საუბრობდა მთავრობა და პრეზიდენტს ასეთ ვიზიტებზე თანხმობას სწორედ ამიტომ არ აძლევდა. როგორც ჩანს, მთავრობამ იმის გამოცდილება დააგროვა, რომ შედეგები წინასწარ განჭვრეტადი იყო ასეთი ვიზიტების“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.