აშშ-სთვის ჩვენი პოზიცია ცნობილია, ჩვენი მიდგომის მთავარი ამოსავალი წერტილია ჩვენი ხალხი და ქვეყნის ეროვნული ინტერესები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ორ ერს შორის პარტნიორობის გასაღები ეროვნული ინტერესების პატივისცემაა.
„საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობაში ინტენსივობამ მას შემდეგ იმატა, რაც პრემიერ-მინისტრს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან და ბევრ საკითხზე შეთანხმდნენ. ამიტომ, კონკრეტულ ნაბიჯებს ვხედავთ, რათა ერთმანეთს ვესაუბროთ პარტნიორობის საერთო მომავალზე. ამერიკისთვის ჩვენი პოზიცია ცნობილია. ჩვენი მიდგომის მთავარი ამოსავალი წერტილია ჩვენი ხალხი და ქვეყნის ეროვნული ინტერესები. სხვა ქვეყანასთან ნებისმიერი პარტნიორობა ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით უნდა იყოს. ისევე, როგორც ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს. ეროვნული ინტერესების ურთიერთპატივისცემა იქნება მთავარი გასაღები იმ პარტნიორობის, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ორ ერს შორის უნდა არსებობდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.










