საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება ისტორიული მოვლენაა, რომელზეც 142-ე პატრიარქი უნდა იყოს არჩეული. ჩვენი თაობისთვის ისტორიული მოვლენაა, პირველი კრებაა, რომლის მოწმენიც გავხდებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთელი საზოგადოება ამ კრებას ელოდება.
„გვინდა, ჩვენც ვიყოთ ამ ისტორიული მომენტის მონაწილე. გაფართოებულ კრებას ვგულშემატკივრობთ, რომ გამოვლენილი იყოს ღირსეული პატრიარქი, რომელიც მომავალი წლების, ათწლეულების განმავლობაში საქართველოს საჭეთმპყრობელი იქნება. მცდელობებს ვხედავთ, რომ გარკვეული შფოთი და დაპირისპირება შეიტანონ გარედან დაკვეთით საქართველოს ეკლესიაშიც. მთავარი იმედი, რაც საზოგადოების სახელით გავაჟღერო, არის ის, რომ ჩვენ გვინდა, სულიერი ერთობა და იმის მაგალითი ვიხილოთ, როგორ მოქმედებს საქართველოს ეკლესია უმაღლესი იერარქიის შერჩევის დროს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება.









