პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული საქართველოს პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე საკანონმდებლო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობაზე ისაუბრეს. ყურადღება ასევე გამახვილდა სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის როლზე.