ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ბაია პატარაიასთვის ჩარიცხული თითოეული ცენტი, არის ტერორიზმისთვის ჩარიცხული ცენტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„უკვე აღარ მგონია, მის რომელიმე უცხოელ დონორს ეს აწუხებდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ადამიანისთვის ჩარიცხული თითოეული ცენტი, არის ტერორიზმისთვის ჩარიცხული ცენტი. ასე უნდა შევხედოთ მასაც და მის დონორებსაც“, – წერს შალვა პაპუაშვილი.