მეორე დღეა, დონორები პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც არ თვლიან საქართველოს საზოგადოებას და მათ, ვისაც რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

„ორი დღე გავიდა, რაც რამდენიმე ენჯეომ ამაზრზენი ძალადობის აქტი ჩაიდინა რუსთაველის გამზირზე. ზიზღით ალესილი ენით შეიარაღებული თანამედროვე როდიონოვები მემორიალთან გადაეღობნენ 9 აპრილის მონაწილეებს; მათ, ვისაც ამ დღეს დაღუპულებისთვის პატივის მიგება სურდა.

მეორე დღეა, რაც ამ ენჯეოების დონორებმა ფეხქვეშ გაგვითელეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საკრალური დღე.

მეორე დღეა ისინი პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც არ თვლიან საქართველოს საზოგადოებას და მათ ვისაც რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.