18 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში კიდევ ერთ ტრაგიკულ ფურცლად ჩაიწერა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.

მისი თქმით, ამ ომმა დაგვანახა ორი განსხვავებული სამყარო.

„ერთი, ეს არის ქართველი ჯარისკაცების, მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება. მეორე, მარიონტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი. რეჟიმის, რომელმაც საქართველო მაშინ ამ ომში შეიყვანა, რომელმაც შემდეგ დაჭრილი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიატოვა, დაღუპული ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიატოვა, მშვიდობიანი მოსახლეობა ბრძოლის ველზე მიატოვა. თვითონ იმ დღეებში დაკავებული იყვნენ, რასაც ჩვენ ვხედავდით, ღლიცინით, ანგლობით. გახსოვთ, 9 აგვისტოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, სადაც სააკაშვილი, ბოკერია, მაშინდელი უშიშროების საბჭოს წევრები, როდესაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მტერს ებრძოდნენ, ბრძოლის ველზე ეცემოდნენ, მოსახლეობა მიტოვებული და შეტოვებული იყო ბრძოლის ხაზს მიღმა, მათი ხითხითი, ხორხოცი და ასეთი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ. ეს იყო ის სურათი, რაც მაშინ მთელმა საქართველომ დავინახეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.