გარდაიცვალა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია.

24 ნოემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუფე აბრაამი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა და მრევლს მისთვის ლოცვა სთხოვა. 

იქამდე, 20 ნოემბერს, მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა დასავლეთ ევროპის ეპარქიამაც და სამწყსოს მიტროპოლიტის ლოცვებში მოხსენიება სთხოვა - "გთხოვთ, გავერთიანდეთ ლოცვებში, შევთხოვოთ უფალ ღმერთს ჩვენი მღვდელმთავრის, მეუფე აბრაამის ჯანმრთელობა და შეწევნა" - დაწერა დასავლეთ ევროპის ეპარქიამ სოციალურ ქსელში