არჩევნებზე მარტო გავალთ - ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გვაქვს, რატომ უნდა შევაწუხოთ სხვა, ან სხვა რატომ უნდა შეწუხდეს ჩვენს გამო, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობას, 76 დეპუტატს ვერ გავიყვანთ პარლამენტში, მხოლოდ ამ შემთხვევაში კოალიციაში შევალთ სხვა პარტიასთან, „ქოცების“ გარდა.
არასდროს ყოფილა ფაქტი, როცა „ლეიბორისტულ“ პარტიას წინასაარჩევნოდ ვინმესთან კოალიცია, ან ალიანსი გაეკეთებინა, რომ პარლამენტში შემძრალიყო. ღმერთმა დაგვიფაროს. ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გვაქვს, რატომ უნდა შევაწუხოთ სხვა, ან სხვა რატომ უნდა შეწუხდეს ჩვენს გამო“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.