სააკაშვილს ახასიათებს ფანტაზიის დონეზე ისტორიის შეცვლა, ხშირად უთქვამს ფრაზები – „პირველად საქართველოს ისტორიაში“, „უპრეცედენტო შემთხვევა“, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა შალვა კერესელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილს ისიც უთქვამს, რომ თურმე, საქართველოს ისტორია 2003 წლიდან იწყება.
„ვინ რა და როგორ გადაანაწილა, არ ვიცი, მაგრამ თანამდებობებზე ნინო ბურჯანაძე და სხვები მიხეილ სააკაშვილის დანიშნულები იყვნენ. სააკაშვილს ახასიათებს ისტორიის შეცვლა ფანტაზიის დონეზე, რადგან ხშირად უთქვამს ფრაზები – „პირველად საქართველოს ისტორიაში“, „უპრეცედენტო შემთხვევა“. ისიც უთქვამს, რომ თურმე, საქართველოს ისტორია 2003 წლიდან იწყება. ამიტომ, მის შეფასებებს ვერ ავყვებით“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.
ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 24 ნოემბერს გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა: „რუსები და მათი ქართველი „შნირები“ ამბობენ, რომ „ვარდების რევოლუცია“ ამერიკელების ორგანიზებული იყო, ამერიკელები გვეწინააღმდეგებოდნენ, პირველმა რევოლუცია იგორ ივანოვმა აკურთხა“. ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის გვერდზე აღნიშნული პოსტი აღარ იძებნება.








