სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, სადაც თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ჩავიდა.

ირაკლი ჩიქოვანი შემთხვევის ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და მიმდინარე სამუშაოების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.

ავიაკატასტროფის ადგილზე ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ჩართული არიან სამხედროებიც.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის
უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.