საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს იწყებს.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილი გუშინ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას მომავლის ქარტია „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.
6 თებერვალს, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ამ ინიციატივაში ჩაერთვება.