ახალი დაცული ტერიტორია რიონის აღკვეთილი იქმნება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა.

აღკვეთილის შექმნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იგეგმება და მისი ფართობი 554 ჰექტარით განისაზღვრება.

ცვლილებებით წესრიგდება ზღვის აკვატორიაში გემების მოძრაობის საკითხიც. კერძოდ, კოლხეთის ეროვნული პარკის საქართველოს ტერიტორიული ზღვის აკვატორიაში დაშვებული იქნება კვლევების ჩატარების მიზნით თხევად საწვავზე მომუშავე წყალმცურავი
საშუალებებით გადაადგილება.

ასევე, შეიქმნება კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია, სადაც შესაძლებელი იქნება 500 ტონამდე ტვირთამწეობის თევზსაჭერი წყალმცურავი საშუალების გადაადგილება არანაკლებ ოთხი და არაუმეტეს ცხრა კვანძი სიჩქარით.