„ლელოსთვის“ ბარიერი არ არის გადამწყვეტი საკითხი, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ  ხალხს შევთავაზოთ საკუთარი თავი, როგორც ალტერნატივა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ  „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ბარიერი მნიშვნელოვანი არის ზოგადად, რომ მაქსიმალური წარმომადგენლობა იყოს უზრუნველყოფილი პარლამენტში და არ დაიკარგოს იმ ამომრჩევლების ხმები, რომლებიც ბუნებრივია, ხმას ცვლილებას და ხელისუფლების საწინააღმდეგოდ აძლევენ, თუმცა „ლელოსთვის“ ბარიერი არ არის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი საკითხი, ჩვენი შეთავაზება საზოგადოების მიმართ არის გაცილებით უფრო ამბიციური, ვიდრე ბარიერის ფარგლებში მოქცეული შედეგი. ამიტომაც, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ  ხალხს შევთავაზოთ საკუთარი თავი, როგორც ალტერნატივა და ბარიერი ჩვენთვის, ამ შემთხვევაში, არ წარმოადგენს მნიშვნელოვან საკვანძო საკითხს“, - განაცხადა საბა ბუაძემ.