პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის მორიგი საბოტაჟი ჩვენი ევროპული პერსპექტივის. ხელისუფლების ინტერესში საერთოდ არ შედის სტატუსის მიღება. პირიქით, სტატუსი მათთვის არის რისკი იმიტომ, რომ ქართველი ხალის ნაცვლად, პუტინის რუსეთის ინტერესებს ემსახურება - ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ფაქტი არის ერთი, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არის მორიგი საბოტაჟი ჩვენი ევროპული პერსპექტივის და ამ ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთხელ იმისი აღიარება, რომ მათ საერთოდ არ სჭირდებათ კანდიდატის სტატუსი. თუ აქამდე საუბარი იყო იმაზე რომ კანდიდატის სტატუსი უნდათ, მაგრამ რეფორმები არ უნდათ, ეს ნაბიჯი ადასტურებს იმას, რომ დიდი ალბათობით, ამ ხელისუფლების ინტერესში საერთოდ არ შედის სტატუსის მიღება. პირიქით, სტატუსი მათთვის არის რისკი იმიტომ, რომ ქართველი ხალის ნაცვლად ეს ხელისუფლება პირდაპირ ემსახურება პუტინის რუსეთის ინტერესებს და პუტინის რუსეთის ინტერესებში ფორმალურადაც კი რაიმე ნაბიჯის გადადგმა საქართველოს მხრიდან ევროკავშირის მიმართულებით, პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ, თვე არ გავა რაღაც საბოტაჟი რომ არ მოხდეს სწორედ ამ მიმართულებით“ - განაცხადა საბა ბუაძემ.