როდესაც ხელისუფლება არაფერს აკეთებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა ვიყოთ, რომ ეს შესაძლებლობა, რომელიც არსებობს, ჩვენმა ქვეყანამ გამოიყენოს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
„ჩვენ მართლაც თხემით ტერფამდე ვართ ევროპელები. ვიმსახურებთ, რომ ვიყოთ ამ ოჯახის წევრი და ახლა ეს პასუხისმგებლობა, რომელიც კიდევ უფრო გაიზარდა, ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, ამ პროცესში რა არის გასაკეთებელი და როგორი არის თითოეული ჩვენგანის როლი და რამდენად დიდი უნდა იყოს მათ შორის თითოეული ჩვენგანის როლი იმ ფონზე, როდესაც გვყავს ხელისუფლება, რომელიც არაფერს აკეთებს ამ შესაძლებლობის რეალიზებისთვის. ამიტომ, მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ, მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა, რომელიც არსებობს, ჩვენმა ქვეყანამ გამოიყენოს“, - განაცხადა საბა ბუაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.