რუსეთის მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაში ჩვენს ადგილს იკავებენ და ამის პარალელურად ხელისუფლება ბევრი მიმართულებით ეწევა საბოტაჟს ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ,- განაცხადა „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
„ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება პუტინის რუსეთის ინტერესებს, ყოველდღიურად დაკავებულია ამ საქმიანობით. ყოველდღიურობაში ჩვენს თავზე ვცდით ამ ყველაფერს, რასაც ჰქვია პუტინის რუსეთის სამსახური. ვხედავთ, რომ უკონტროლო შემოდინებაა რუსების საქართველოში, ყიდულობენ ბინებს, უძრავ ქონებას. ხსნიან ბიზნესებს. ჩვენს ქვეყანაში ჩვენს ადგილს იკავებენ და ამის პარალელურად ბევრი მიმართულებით ეწევა ეს ხელისუფლება საბოტაჟს ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ. ის რომ ეს ხელისუფლება ემსახურება პუტინის რუსეთის ინტერესებს კარგად ჩანს ყოველდღიურობაში და იმპიჩმენტიც არის ერთ-ერთი გამოხატულება“,- განაცხადა საბა ბუაძემ.