საბა ბუაძე: ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო დაშორდა მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფნის პერიოდში, ამ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა ძალიან მცირე აქვს. ეს ხელისუფლება ვერ გადადგამს ვერცერთ ქმედით ნაბიჯს ევროკავშირის მიმართვებით, უფრო მეტიც, ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო დაშორდა მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს და გადადგა ნაბიჯები იმ უბედური მიმართულებით, საიდანაც თავის დაღწევას ვცდილობდით და ვცდილობთ 30 წელია“, - აღნიშნა საბა ბუაძემ.