არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ გაურკვეველ პანიკას, რომელიც ყაზბეგის გამზირზე ბასლაინების დახაზვას მოყვა. ის რაც კეთდება არის არათუ სწორი, არამედ აუცილებელიც. - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი, "ლელოს" წარმომადგენელი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.
"თბილისში სატრანსპორტო ქაოსის მოგვარების მთავარი გზა გადის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე. სატრანსპორტო რეფორმის ხერხემალს წარმოადგენს ბასლაინების ქსელში მოძრავი ავტობუსები. ბასლაინების გარეშე კერძო ტრანსპორტიც და ავტობუსიც იდგება საცობში. ეს რეფორმა ნელა და ბევრი ხარვეზით მიმდინარეობს, მაგრამ არის აუცილებელი ჩვენი ქალაქისთვის. სამწუხაროდ, თბილისის მერია ვერ აწვდის ხალხს საჭირო ინფორმაციას ამ რეფორმის შესახებ. დიდი ალბათობით კალაძის "საინფორმაციო რესურსი" ტროლური კამპანიებით არის დატვირთული." - წერს საბა ბუაძე და ფოტოს აქვეყნებს.