პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, თბილისის საკრებულოს „ლელოს“ ფრაქციის ხელმძღვანელი ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნას აფასებს და ამბობს, რომ პროცესი ვერ ჩაითვლება 12 პუნქტის მოთხოვნების შესრულებად.

„ამასობაში, ქართულმა ოცნებამ მორიგი "ცეხი", სსიპ ანტიკორუფციული ბიურო შექმნა და მისი ხელმძღვანელიც აირჩიეს, რომელსაც ღარიბაშვილი შეხვდა.სინამდვილეში, ამას არაფერი აქვს საერთო იმ მოთხოვნასთან, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციაში ეწერა, შესაბამისად ეს პუნქტიც ალბათ ვერ ჩაითვლება შესრულებულად.ისე რამხელა ცინიზმია, როცა ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე "კახელების კლანის" თავი ნიშნავს.“ - განაცხადა  საბა ბუაძემ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსად რაჟდენ კუპრაშვილი დაინიშნა