თბილისის საკრებულოს წევრმა, პარტია "ლელოდან" საბა ბუაძემ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.

"ამის წარსული ხომ გახსოვთ?! მიშას ფანკლუბში რომ იჯდა 7 ნოემბრის მერე და სანაცვლოდ სახელმწიფო ქონებით დაასაჩუქრეს. 
ახლა ეს კაცი 17-18 წლის ბავშვების წარსულს იხსენებს და თან სენჟერმენის ბულვარიდან აგინებს ევროკავშირს.
ეტყობა მიხვდა, რომ მისი მაისური არავის სჭირდება და თითის ქნევაზე გადავიდა. ამ სამარცხვინო განცხადებებით ამ ახალგაზრდებს ვერ შეაშინებთ!" - განაცხადა საბა ბუაძემ.

ცნობისთვის, კახა კალაძის თქმით, ახალგაზრდების გამოყენების მცდელობა ჰქონდათ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა პროტესტის მონაწილე ნეიტრალური ახალგაზრდები ცდილობდნენ მათ გამიჯნოდნენ