ვანო მერაბიშვილის მიერ დაორგანიზებულ რა აქციაზე უნდა მივიღო მონაწილეობა? მერაბიშვილმა მოკრიბოს საკუთარი ბარგი და დაეტიოს სახლში, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ლელოს" ფრაქციის ხელმძღვანელმა, საბა ბუაძემ 20 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

“რამდენადაც ვიცი, ეს არ არის ხელისუფლებაზე წნეხის განმახორციელების აქცია, არის უკრაინის სოლიდარობის აქცია. უკრაინის მიმართ სოლიდარულები ვართ, ეს არაერთხელ დაგვიდასტურებია სიტყვითაც და საქმითაც. ამიტომ, ვანო მერაბიშვილის მიერ დაორგანიზებულ რა აქციაზე უნდა მივიღო მონაწილეობა? - მერაბიშვილმა მოიკრიბოს საკუთარი ბარგი და დაეტიოს სახლში. მე მის ადგილს ქართულ პოლიტიკაში ვერ ვხედავ. ის არის ტრაგიკომიკური, გზააბნეული, რევანშისთვის განწყობილი პოლიტიკური კარიკატურა.

ვანო მერაბიშვილი, სადაც უნდა იქ შეიკრიბოს და რაც უნდა ის გააკეთოს. ის არის კარიკატურული პერსონაჟი, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში არანაირი მომავალი არ გააჩნია“,- განაცხადა ბუაძემ.