სამწუხაროდ, დეკლარაცია მშობლამდე ვერ მიდის - ღარიბაშვილის მამას არ ეტყვიან: „ფული საიდან მოიტანე?“ - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ღარიბაშვილს ხომ აჩუქა მამამისმა 50 000 დოლარი. ასევე, ბევრჯერ ყოფილა, რომ „ქართული ოცნების“ წევრებისთვის ოჯახის წევრებს მიუცია საჩუქარი. სამწუხაროდ, დეკლარაცია მშობლამდე ვერ მიდის. ფულის წარმოშობის წყარომდე დეკლარაცია არ მიდის. ტყუილად ნუ შევიქმნით ილუზიებს. ანტიკორუფციული ბიურო რომ შეამოწმებს დეკლარაციებს, ის ვერ მივა ფულის წარმოშობის წყარომდე, ამის უფლება მას არ აქვს. ღარიბაშვილის მამას არ ეტყვიან: „ფული საიდან მოიტანე?“
ნუ გვგონია, რომ დეკლარაციების შემოწმებით რაიმე კორუფციული ფაქტები გამოვლინდება. საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ გამოვლინდება ტექნიკური ხარვეზები. მაგალითად, ვიღაცას ბანკში 50 ლარი უნდა მიეთითებინა და 30 ლარი წერია და ა.შ. მაგრამ შესაძლებელია, რომ ხელისუფლების ხელში დეკლარაციების შემოწმების საკითხი პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იქნეს გამოყენებული. ამიტომაა საშიში თუნდაც ის კომისია, რომელიც ანტიკორუფციულთან შეიქმნა და მურუსიძის და კიდევ ვიღაცების შემოწმება ჩაწერეს და გაგვიხარდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.