ქალაქ საგარეჯოში, იმედის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებზე, ერთ - ერთი დაპირება იყო აღნიშნული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია და ეს დაპირება შესრულდა.


მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა გასულ წლებში განხორციელდა.

ამ ეტაპზე, იმედის ქუჩაზე 6 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და პროექტის ჯამური ღირებულება 1 106 195 ლარს შეადგენს.